ქალი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, მისგან დნმ-ის ანალიზს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევა 1990-იან წლებში მოხდა და ისინი დნმ-ის ნიმუშს ითხოვენ, რომ ის კაბაზე აღმოჩენილ უცნობი მამაკაცის დნმ-ის ნიმუშს შეადარონ. კაბა ჟენ კეროლს შეხვედრის დროს ეცვა. ჟან კეროლის ადვოკატებმა, ტრამპის ადვოკატებს ამის შესახებ ხუთშაბათს შეატყობინეს.

ისინი ანალიზის ნიმუშს 2 მარტისთვის ითხოვენ. კეროლმა 2019 წლის ნოემბერში შეიტანა სარჩელი ცილისწამებაზე, მას შემდეგ, რაც აშს-ს პრეზიდენტმა უარყო მისი ბრალდება და თქვა, რომ ის სულ ტყუოდა. სარჩელში წერია, რომ ტრამპის ამ განცხადებამ დააზიანა ჟენ კეროლი და მისი ჟურნალისტური კარიერა.