თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ არქიტექტურასა და ინტერიერს თქვენს ყოველდღიურობაში ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია. მათ შორის თქვენი განწყობისაც.

როცა მოხუცებულთა თავშესაფარზე ვფიქრობთ კი უმრავლესობას ცივი, საავადმყოფოს მსგავსი შენობა წარმოგვიდგენია, რომლის ყველა მცხოვრებიც მოწყენილობაში ატარებს მთელ დროს.

სინამდვილეში სულაც არაა აუცილებელი, რომ თავშესაფარი ასეთი მოსაწყენი იყოს — კეთილი კაცი, რომელის ნამუშევარსაც გიჩვენებთ, ზრუნავს, რომ ამ თავშესაფარში ადამიანებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.

ფოტო: Lantern

ფოტო: Lantern

ფოტო: Lantern

დიზაინერმა კლასიკური სამეზობლოს სტილის სახლები ააშენა და თავშესაფრის ინტერიერი მაქსიმალურად თბილ და ნათელ ფერებში მოაწყო.

ფოტო: Lantern

ფოტო: Lantern

ფოტო: Lantern

ჯან მაკეში ამ იდეის ავტორი და განმახორციელებელია. მისი წყალობით თავშესაფრის მაცხოვრებლები არა უბრალოდ ოთახებში, არამედ თითქმის ინდივიდუალურ, ძალიან მყუდრო სახლებში ცხოვრობენ.