კალათბურთის დაღუპული ლეგენდის, კობი ბრაიანტის ცოლმა პირველად ისაუბრა ქმრისა და შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე.

ვანესა ბრაიანტმა ვრცელი პოსტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა საოჯახო ფოტოსთან ერთად და მადლობა გადაუხადა იმ მილიონობით ადამიანს, ვინც მის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა:

"განადგურებულები ვართ. კობი მოსიყვარულე ქმარი და საოცარი მამა იყო ჩვენი შვილებისთვის. ჩემი ლამაზი და თბილი ჯიანა კი — მოსიყვარულე, მზრუნველი შვილი და საოცარი და ნატალიასთვის, ბიანკასთვის და კაპრისთვის. შეძრული ვართ ჩვენი მეგობრების ოჯახის გამოც და ვიზიარებთ მწუხარებას და დანაკარგს ერთად ვუმკლავდებით.

ჩვენი ტკივილის აღსაწერად საკმარისი სიტყვები არ გვაქვს. მამშვიდებს იმის ცოდნა, რომ კობიმ და ჯიჯიმ იცოდნენ, როგორ ძლიერ გვიყვარდა ისინი. ვისურვებდი ჩვენთან სამუდამოდ დარჩენილიყვნენ".

ვანესას სიტყვებით, მისთვის წარმოუდგენელია როგორი იქნება ცხოვრება მათ გარეშე. მან ასევე გამოაქვეყნა საქველმოქმედო საიტი, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ სხვა ოჯახებს ეხმარება.

კობი ბრაიანტი 26 იანვარს, კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტიც.

ჯიანა (ჯიჯი) და კობი ბრაიანტები 2019 წლის ივლისში

ფოტო: Ethan Miller / Getty Images

ამავე თემაზე: