აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა წერილში სხვა საკითხებთან ერთად უზენაესი სასამართლოს ახალადდანშნული მოსამართლეებიც არის გაკრიტიკებული. მათი თქმით, მიუკერძოებელი მოსამართლეების ნაცვლად, პოლიტიკური მოკავშირეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს.

კონგრესმენების კრიტიკის შემდეგ ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს მთავრობას წერილით დღეს, 20 იანვარს მიმართეს:

"ჩვენ ვართ განსაკუთრებით შეშფოთებულნი რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით მანამდე, სანამ მათი კვალიფიკაცია სრულად იქნა შეფასებული, როგორც ეს აღნიშნა ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ [ეუთო] თავის 2020 წლის იანვრის მონიტორინგის ანგარიშში... ცოტა ხნის წინ გაკეთებული ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავია. ჩვენ იმედი გვაქვს ეს არ არის იმის ნიშანი, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია არამართებულად გამოიყენოს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად".

ამერიკელ სენატორებამდე, 24 იანვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები ორმა კონგრესმენმა გაუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა, არჩევნებსა და მედიას.

26 იანვარს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გაასაჯაროვა. მათი თქმით, წერილი სენატორმა გიორგი გახარიას დეკემბრის თვეში გამოუგზავნა. გასაჯაროებულ წერილში სენატორი აღნიშნავს, რომ წარმატებული დემოკრატიული წინსვლასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეშფოთებულია.

გაიგეთ მეტი: