საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და საფრანგეთის, მაზარინის უძველესი ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მაზარინის ბიბლიოთეკას საფრანგეთში საქართველოს დესპანთან, გოჩა ჯავახიშვილთან ერთად ეწვია.

"მოლაპარაკება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა: უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, აქ ახალი ქართული გამოცემების ფონდს შევქმნით და რაც უმთავრესია: ვნახეთ 1709 წელს დაბეჭდილი დავითნი (ვახტანგ მეექვსის სტამბა). ეს გამოცემა საქართველოში მხოლოდ დეფექტური ცალი ინახება. შეთანხმებისამებრ, ძალიან მალე გავაციფრულებთ (საკმაოდ რთული, სარკისებური სკანერის მეშვეობით) და ისტორიული გამოცემა, ელექტრონული ფორმით, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება", — აცხადებს კეკელიძე.

ფოტო: გიორგი კეკელიძე / Facebook

ფოტო: გიორგი კეკელიძე / Facebook

ფოტო: გიორგი კეკელიძე / Facebook