პატარა მძინარების ვიდეოს გიჩვენებთ, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ხმებს უშვებენ.

სინამდვილეში კი ვიდეო ორ ცხოველს შორის სერიოზულ (ჩვენთვის სახალისო) კომუნიკაციას ასახავს.

ვიდეო კოსტა-რიკაში, ცხოველების ერთ-ერთ თავშესაფარში არის გადაღებული — ზარმაცების თავშესაფარი, რომელიც 1997 წლიდან კოსტა-რიკაში ფუნქციონირებს, უამრავი დაობლებული ან დაშავებული ინდივიდის გადარჩენას, შემდეგ კი მათი ველურ ბუნებაში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

ნახეთ ვიდეო და შეეცადეთ გაიგოთ თუ რაზე მსჯელობს ეს ორი საყვარელი არსება:

ზარმაცა ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც სმენისგან განსხვავებით, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და მხედველობა. მადიანად შეექცევიან ცენტრალური ამერიკის ტყეებში არსებულ ფოთლებს, წელიწადში ერთხელ კი გამრავლების პერიოდი აქვთ.