არაღიარებულ სახელმწიფოთა ნაკრებების 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ნაკრები ითამაშებს. ConIfa მსოფლიო თასი 30 მაისიდან 7 ივლისამდე ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარდება. ტურნირზე 16 არაღიარებული სახელმწიფოს ნაკრები ითამაშებს.

ფოტო: ConIfa

ConIfa მსოფლიო თასი მეოთხედ ჩატარდება. ჩრდილოეთ მაკედონიამდე ტურნირი შვედეთში, დიდ ბრიტანეთა და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდა. 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ConIfa-ს მსოფლიო ჩემპიონატი მასპინძლებმა მოიგეს.

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია ConIfa 2013 წელს შეიქმნა, ასოციაცია აერთიანებს არაღიარებული ქვეყნების ნაკრებებს, რომლებიც არ არიან FIFA-ს წევრები. ამ დროისთვის დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციაში 50 არაღიარებული სახელმწიფოა გაწევრიანებული, მათ შორის დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაც.