ავლაბრის ცერემონიების სასახლესთან, იქ სადაც ღონისძიება მიმდინარეობს პრემიერ გიორგი გახარიას მონაწილეობით, აქტივისტების აქცია იმართება. მათ ადგილზე გაშალეს დიდი ბანერი წარწერით "ამ სისტემის დედაც". ბანერის გაშლისას პოლიციასთან იყო მცირე დაპირისპირება. სამართალდამცავები აქტივისტებს არ აძლევდნენ საშუალებას შესასვლელთან ახლოს დამდგარიყვნენ.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეების შეძახილებისა და სტვენის ფონზე შევიდა შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. ღონისძიებაზე შესასვლელად უკანა შესასვლელით ისარგებლა გიორგი გახარიამ. მთავრობის წევრების გარდა ღონისძიებას ესწრება დიპლომატიური კორპუსიც.

პროტესტის მონაწილეებს შორის არიან მოძრაობა #გაბედეს აქტივისტები, ასევე, ადგილზეა მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.