10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ამ ქუჩაზე ადგილობრივი მოსახლეობა, შშმ პირები და ელექტრომობილების მფლობელები პარკირების სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდა. კალაძის თქმით, სისტემა გამართულად მუშაობს.

უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: parking.tbilisi.gov.ge.