კუბის სამხრეთით და იამაკის ჩრდილო-დასავლეთით 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ჯერჯერობით მიწისძვრის შედეგად მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისძვრის შედეგად ცუნამი ემუქრებათ კარიბის ზღვის კუნძულებს.საფრთხის ქვეშ არიან იამაიკის, კუბისა და კაიმანის კუნძულები.