10 საათის მონაცემებით, ბათუმის 3 საარჩევნო უბანზე უკვე დაიწერა საჩივრები, თუმცა ისინი ძირითადად პროცედურული ხასიათისაა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ერთ-ერთი საჩივარი ენმ-ს წარმომადგენლის მიერ არის დაწერილი, რომელიც აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარე უხეშად მოექცა დამკვირვებელს. აღნიშნულს არ ადასტურებს ბრალდების ადრესატი.

აჭარაში პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ერთდროულად მიმდინარეობს.