გორში, მშვიდობის გამზირზე ავტოავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ავარიისას დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.