უკრაინელი დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სალომე ზურაბიშვილის ევროპის საბჭოს მინისტერიალზე გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ, ქართველი მოსახლეობა ელის რუსეთის დასჯას, როცა ევროსაბჭოში ბერკეტი გაუჩნდათ.

გონჩარენკო ზურაბიშვილისთვის რუსეთისთვის ახალ სანქციების დაწესებაზე დასმულ კითხვასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტმა "ვერ გადაწყვიტა" ღიად დაეჭირა თუ არამ მხარი ახალი სანქციებისთვის.

"დღეს სალომე ზურაბიშვილს ვკითხე რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ თბილისის ოფიციალური პოზიციის შესახებ. ქალბატონმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ რუსეთი არღვევს შეთანხმებებს, მაგრამ თავის სიტყვაში ვერ გადაწყვიტა ღიად დაეჭირა მხარი თუ არა ახალი სანქციებისთვის. მან ხაზი გაუსვა ქვეყნების მიმართ ორმაგ სტანდარტებს. საქართველოს 20% პროცენტი რუსების მიერაა ოკუპირებული. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საქართველოს მოქალაქეთა 100% ელოდება, ამაში დამნაშავეები როდის დაისჯებიან, მით უმეტეს, ასეთი ბერკეტების ქონით, რომელიც ევროპის საბჭოში ქართველ წარმომადგენლებს გაუჩნდათ", — განაცხადა გონჩარენკომ.