საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლაზე ამბობს, რომ "უმაღლეს შეფასებას" იმსახურებს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ოკუპაციაზე "ზედმიწევნით დეტალურად" ისაუბრა.

"თემები როგორ გადანაწილდება მოხსენების შიგნით, ეს არის მომხსენებლის საქმე და რა თქმა უნდა, თანმიმდევრობა ამ შემთხვევაში პრიორიტეტს არ გამოხატავს. მან ყურადღება გაამახვილა ყველა იმ საკითხზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. ასევე, არაჩვეულებრივი იყო კითხვა-პასუხი, რომელიც გაიმართა მოხსენების შემდეგ", — განაცხადა კობახიძემ.