სიკეთე რომ გადამდებია, ამაში ამ სტატიის მთავარი გმირების გულისამაჩუყებელი ისტორიაც მარტივად დაგარწმუნებთ.

წლების წინ ფილიპინელმა ღარიბმა წყვილმა ბიჭი შვილად აიყვანა და მის აღზრდისა და განათლებისთვის მთელი მონდომება და რესურსი ჩადო.

ფოტო: Jayvee Lazaro Badile II

ჯეივის აღზრდა, რომელიც დღეს განათლებული და შემდგარი კაცია, სულაც არ ყოფილა მარტივი. ცოლ-ქმარს ბევრი შრომა და ფინანსები სჭირდებოდა, რათა ბავშვისთვის შესაბამისი პირობები უზრუნველყოთ და კარგი განათლებაც მიეცათ.

ფოტო: Jayvee Lazaro Badile II

ფოტო: Jayvee Lazaro Badile II

შედეგმაც არ დააყოვნა და სუპერ წარმატებულმა ბიჭმა არამხოლოდ საკუთარი ცხოვრების მოწყობა, არამედ მშობლების ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებაც კი შეძლო.

საქმე ის არის, რომ ბიჭმა ღარიბ მშობლებს, რომლებმაც წლების წინ იშვილეს, არც მეტი, არც ნაკლები, ოცნების სახლი აუშენა.

დაათვალიერეთ ფოტოები, რომლებიც იმ მძიმე პირობებს ასახავს, რომელშიც ეს ოჯახი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდა:

ფოტო: Jayvee Lazaro Badile II

ფოტო: Jayvee Lazaro Badile II

ფოტო: Jayvee Lazaro Badile II

ჯეივეს ფეისბუქ პოსტი კი ინტერნეტს ვირუსივით მოედო, სადაც ის ყვება, რომ აღმზრდელ მშობლებს ყველაფრისთვის მადლობას უხდის.

"ახლა მეძლევა შანსი, რომ მათ მადლობა გადავუხადო და ნებისმიერი ოცნების ახდენაში დავეხმარო, რომელიც ოდესმე ჰქონიათ", — წერს ის ფეისბუქზე.

ახალი სახლი, რომელიც წინასთან შედარებით გაცილებით დიდი, კომფორტული და ლამაზია კი აი, ასე გამოიყურება:

ფოტო: Jayvee Lazaro Badile II

ფოტო: Jayvee Lazaro Badile II

ფოტო: Jayvee Lazaro Badile II

ბიჭი იმასაც აღნიშნავს, რომ სულ რაღაც, 3 თვის იყო, როცა ნანაიმ და ტატაიმ ის იშვილეს. და რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე იყო — სწავლის პარალელურად მას მუშაობაც უწევდა და ბედნიერი იყო თუ დღეში ორჯერ მაინც მოახერხებდა საკუთარი თავის გამოკვებას.

საბედნიეროდ, ეს ყველა სირთულე წარსულს ჩაბარდა და დღეს ჯეივე ერთ-ერთი წარმატებული ბიზნეს მენეჯერია ფილიპინებში.