საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქართულ მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან. ზურაბიშილმა აღნიშნა, რომ ქართულ მედიასივრცეს რამდენიმე ახალი ოპოზიციური არხი დაემატა.

პრეზიდენტმა საქართველოში თავისუფალ მედია გარემოზე საუბრისას ერთ-ერთ მაგალითად რუსთავი 2-ის საქმეზე ქართული მართლმსაჯულების "მიუკერძოებლობა" მოიყვანა.

დღეს მედია ორგანიზაციები და სოციალური მედია სრული თავისუფლებით სარგებლობს. თითქმის არც ერთი ორგანიზაცია არ დაჯარიმებულა სასამართლოს მიერ, ან არ გაუკრიტიკებია საზოგადოებას.

"მიუხედავად სახელმწიფოს მიერ არხის ჩამორთმევად წარმოჩენილი გადაწყვეტილების მიმართ მრავალწლიანი პროტესტისა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არხი ლეგიტიმურ მესაკუთრეს დაუბრუნდა. დრამატული პროგნოზებისგან განსხვავებით, არხის მესაკუთრის ცვლილებით არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა. რუსთავი 2 კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.