ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლგბტ თემის საჯარო გამოსვლების (პრაიდის) მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება რელიგიურ ტრადიციებსა და საბჭოთა პურიტანიზმს ეფუძნება.

როგორც პრეზიდენტი ამტკიცებს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა კონფლიქტი არ მოხდეს

"სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა. ისინი ეფექტიანად იცავენ უმცირესობებს ფიზიკური ძალადობისგან", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.