ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული და ინტერნეტის ყველაზე საყვარელი უჟმური კატა გასულ წელს, გაზაფხულზე მოკვდა.

თითქმის ერთი წლის შემდეგ კი ინტერნეტს კიდევ ერთი ფავორიტი გამოუჩნდა — ახალი გაბრაზებული კატა, რომელიც იმდენად უჟმურია, რომ ყველას ერთი ნახვით შეაყვარა თავი.

ფოტო: Siro0913

ფოტო: Siro0913

ფოტო: Siro0913

მიუ-მიუ ტაივანში ცხოვრობს და წინამორბედის ღირსეული გამგრძელებელია ბრაზის ვერ მართვის საკითხებში — გამომეტყველებაზეც ეტყობა, რომ მთელი თავისი პატარა გულით სძულს ყველა და ყველაფერი.

ფოტო: Siro0913

ფოტო: Siro0913

ფოტო: Siro0913

"მას ცხოველების ერთ-ერთ პატარა მაღაზიაში გადავაწყდი", — ამბობს ცხოველის პატრონი.

ფოტო: Siro0913

ფოტო: Siro0913

ფოტო: Siro0913

ის იმასაც აღნიშნავს, რომ მისი კატა პირველი უჟმური კატის სიკვდილამდე დაიბადა. მისმა წინა პატრონმა კი ის გაურკვეველი მიზეზის გამო მიატოვა.

მიუ-მიუს ინსტაგრამიც აქვს, სადაც მის "მოსაწყენ" ცხოვრებას მარტივად შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.