დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ბაკურციხეში კორონავირუსის შემთხვევას გამორიცხავს. როგორც On.ge-ს იმნაძემ უთხრა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბაკურციხეში ქალს კორონავირუსი აქვს, საეჭვო შემთვევებშიც კი არ შედის.

"ეჭვიც კი არ გვაქვს იმიტომ, რომ ქალბატონი გამოსულია იქედან 16 იანვარს და იმყოფებოდა იმ პროვიცინციაში, საიდანაც უხანამდე არის ისეთი მანძილი, როგორიც დაახლოებით თბილისიდან წაღვერამდეა. ასე, რომ გამორიცხულია, საეჭვო შემთხვევებშიც არ შედის", — განაცხადა პაატა იმნაძემ.

გურჯაანის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ გოგოს ვირუსი აქვს.

დღეს, 28 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ფრენებსაც აკრძალავს.

ჩინეთში საქართველოს ელჩის თქმით, ქალაქ ვუხანში, რომელიც ვირუსისი გავრცელების კერად ითვლება, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება.

ჩინეთში კორონავირუსით უკვე 106 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი კი 4,500-ს აჭარბებს. ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება 36 მილიონ ადამიანს შეუზღუდა.

კორონავირუსის შემთხვევა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის:სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთშ, ავსტრალიაში, კანადასა და შრილანკაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ გლობალური განგაშის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.

გაიგეთ მეტი: