ჰოლოკოსტს გადარჩენილები 75 წლის შემდეგ აუშვიცში დაბრუნდნენ
ყოველ 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება: 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარმა აუშვიცის (ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკი ნაცისტებისგან გაათავისუფლა.
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციისას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე 1942 წელს ააშენეს საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც 1,1 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმეტესობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იძულებით დატყვევებული ებრაელები იყვნენ, რომლებიც გაზის კამერების, შიმშილის, იძულებითი შრომის, სამედიცინო ექსპერიმენტებისა და სხვადასხვა დაავადებების გამო დაიღუპნენ.
გუშინ, 27 იანვარს 200 ადამიანი, რომელიც სწორედ ამ ბანაკს გადაურჩა, თავის ოჯახთან ერთად იქ დაბრუნდა, რათა ნაცისტებისგან გათავისუფლება აღენიშნათ და დაღუპულთათვის პატივი მიეგოთ.
გადარჩენილები ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ ამერიკიდან, რუსეთიდან და კიდევ სხვა ბევრი კუთხიდან. მათთან ერთად გარდაცვლილებს პატივი მიაგეს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ და ებრაელთა მსოფლიო კონგრესის მეთაურმა, რონალდ ლაუდერმა.
ემოციების გარეშე არ ჩაუვლია ბანაკის ყოფილი ტყვეების აუშვიცში დაბრუნებას: მათ გაიხსენეს ყველა ის ადამიანი, ვინც იქ არაადამიანურ მოპყრობას ემსხვერპლა.
"75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოროტების, მონური შრომის, შიმშილისა და დაავადებების რამდენიმე ათასი ცოცხალი მსხვერპლი საბჭოთა ჯარმა 1945 წლის 27 იანვარს გაათავისუფლა", — განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ.
აუშვიცის ნაცისტებისგან გათავისუფლების აღსანიშნავად მისულ საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ პატიმრებს თეთრ და ლურჯ ზოლებიანი შარფები ეკეთათ იმის გასახსენებლად, რომ ადრე მათ ამ ბაკში ზოლიან უნიფორმებში ამყოფებდნენ, წერს BBC.
"აუშვიცი ჩემთვის სასაფლაოა და აქ ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად მოვედი", — განაცხადა ამჟამად ნიუ-იორკში მცხოვრებმა სალი ჯესიმ, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა, თუმცა დაკარგა მშობლები, ძმა, ორი და კიდევ რამდენიმე ნათესავი.
აუშვიცში ამ დღის აღნიშვნასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა მსოფლიოს არაერთ კუთხეში, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ადამიანების მემორიალს 175 ფრანგი ებრაელის სახელი შემატა.
"ანტისემიტიზმის დაბრუნება არა მხოლოდ ებრაელების, არამედ ყველა ჩვენგანის პრობლემა იქნება. ეს მთელი რესპუბლიკის პრობლემაა", — განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
"ეს დღე უნდა გვახსოვდეს, რათა მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს", — განაცხადა 93 წლის რუთ სიგლერმა, რომელიც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩა.
"სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი მყავს. ჰიტლერმა ვერ გაიმარჯვა", — დაამატა მან.
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები