გარდაბნის მუნიციპალიტეტს სოფელ მზიანეთში ტრენაჟორების მოწყობა 11 216 ლარი დაუჯდა. მერიამ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით შპს ელიტ დესინთან დადო.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს / Facebook

ღია ცის ქვეშ განთავსებული ტრენაჟორები მას შემდეგ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც ერთ-ერთმა ფეისბუქგვერდმა ფოტომასალა გაავრცელა. ფოტოებში ჩანს, რომ მოქალაქეებისთვის ტრენაჟორებამდე მისასვლელი გზა გაკეთებული არაა და მიმდებარე ტერიტორია დაუსუფთავებელია.

ამავე ფოტოდან ირკვევა, რომ 11 216 ლარად 5 სკამი და ორი ტრენაჟორი დაყენდა.