პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ კონგრესმენების "ცელკეული ინდივიდუალური განცხადებები", შესაძლოა, არასწორი ინფორმაციას შეიცავდეს. ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის წევრი აღნშნავს, რომ მათი ხმრიდან კონსულტაციებით შესაძელებელი გახდება კონგრესმენების "ცნობიერების დაკმაყოფილება".

"ქვეყნის ოფიციალური ორგანო, რასაც ჰქვია სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოსთან აქვს მჭიდრო კავშირი და ასევე გააგრძელებს. რაც შეეხება ცალკეულ ინდივიდუალური განცხადებებს, მე დარწმუნებიული ვარ, კონსულტაციების საფუძველზე შევძლებთ მათი ცნობიერების დაკმაყოფილებას", — ამბობს დეპუტატი.

24 იანვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა, არჩევნებსა და მედიას.

26 იანვარს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გაასაჯაროვა. მათი თქმით, წერილი სენატორმა გიორგი გახარიას დეკემბრის თვეში გამოუგზავნა. გასაჯაროებულ წერილში სენატორი აღნიშნავს, რომ წარმატებული დემოკრატიული წინსვლასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეშფოთებულია.

გაიგეთ მეტი: