ცოტა ხნის წინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Paramount Pictures-ს სურს ტრანსფორმერების სახელით ცნობილი ფრენჩაიზის კიდევ ორი ახალი ფილმი გადაიღოს.

როგორც ცნობილია, კომპანიას უკვე მზად აქვს ორი დამოუკიდებელი სცენარი, რომლებზეც ჯეიმს ვანდერბილტმა (The Amazing Spider-Man-ის სცენარის ავტორმა) და ჯობი ჰეროლდმა (King Arthur-ის სცენარისტი) იმუშავეს.

ტრანსფორმერების სერიის ბოლო ფილმი 2018 წელს გამოსული Bumblebee-ია, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა კინოგაქირავებაში: მისმა მსოფლიო შემოსავლებმა $465 მილიონს გადააჭარბა.

როგორც ჩანს, ახალ ფილმებსაც სწორედ ამ უკანასკნელის მსგავსი სიუჟეტური ხაზით ვიხილავთ: განსხვავებული დრო, პერსონაჟები და ისტორია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია ფილმზე მომუშავე რეჟისორებისა და სამსახიობო გუნდის ვინაობა.

Bumblebee (2018)

ფოტო: Paramount Pictures

ტრანსფორმერები Paramount Pictures-ის ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზია, რომელმაც საერთო ჯამში გლობალური შემოსავლებით $4.8 მილიარდი მოუტანა კომპანიას. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ Paramount ცდილობს ამ სერიის ფილმების გაგრძელების ახალი ალტერნატივები აქტიურად ეძებოს.