ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილის აზრით, კონგრესმენების კრიტიკული წერილები არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ან საქართველო მხარდაჭერას კარგავს. ამავე დროს კი მინისტრი ამბობს, რომ ცალკეული კონგრესმენის წერილი

"გამოვრიცხავ ნებისმიერი სახის პრობლემებს, ე.წ. სანქციებს ან რაიმე სახის დამსჯელ ღონისძიებებს, რომელზეც ოპოზიცია აპელირებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ცალკეულ და ერთ კონგრესმენთანაც კი. ჩვენ მეგობრები ვართ იმისთვის, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია", — განაცხადა ცქიტიშვილმა.

24 იანვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა, არჩევნებსა და მედიას.

26 იანვარს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გაასაჯაროვა. მათი თქმით, წერილი სენატორმა გიორგი გახარიას დეკემბრის თვეში გამოუგზავნა. გასაჯაროებულ წერილში სენატორი აღნიშნავს, რომ წარმატებული დემოკრატიული წინსვლასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეშფოთებულია.

გაიგეთ მეტი: