BBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ მათი ერთ-ერთი თვითმფრინავი აღმოსავლეთ ავღანეთში ჩამოვარდა. შემთხვევა 27 იანვარს, ღაზნის პროვინციაში მოხდა, ტერიტორიაზე, სადაც თალიბანი ფართოდაა წარმოდგენილი.

ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ძალების პრესსპიკერი კოლ სონი ლეგეტი ამბობს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მუშაობს ავიაკატასტროფის მიზეზებზე და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, "მტერმა ესროლა თუ არა თვითმფრინავს". უცნობია ისიც, რამდენი ადამიანი იყო ბორტზე.

თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა თქვა, რომ ის უკვე გაერკვა სიტუაციაში, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მანვე მედიას დაპირდა, რომ დამატებით ცნობებს პენტაგონი მოვლენების განვითარების შესაბამისად გაავრცელებს.

ფოტო: AP