ამერიკის ყოფილი ლედი მოოქროვილი გრამოფონის მფლობელია. გრემის პირველი ჯილდო მიშელ ობამამ ბესტსელერი მემუარის, Becoming-ის აუდიო ვერსიისთვის მოიპოვა.

მიშელის პერსონალური ჯილდო ობამების ოჯახში მესამე გრემია — ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ ბარაკ ობამა მემუარების, Dreams of My Father და The Audacity of Hope, ჩანაწერებისთვის 2006 და 2008 წლებში დააჯილდოვა.

მიშელ ობამას მემუარი, Becoming, რომელიც 2018 წლის 13 ნოემბერს გამოვიდა, მილიონობით ასლი გაიყიდა და ყველაზე პოპულარული ავტობიოგრაფიული წიგნია. Becoming-ის ტექსტის ვერსია ამაზონის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნით, 8 კვირის განმავლობაში იკავებდა გაყიდვებით პირველ ადგილს.

ბესტსელერში შესულია ობამების პერსონალური ცხოვრების დეტალები და მიშელის ბავშვობისა და ახალგაზრდობის მოგონებები. აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი დედობასა და თეთრ სახლში ცხოვრებაზეც ყვება. წიგნში მიშელი ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებს და წერს, რომ არასდროს აპატიებს მისი ოჯახის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა. ტრამპი წინასაარჩევნოდ სპეკულირებდა, რომ ბარაკ ობამა აშშ-ს გარეთ დაიბადა და ამის გამო, ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი არ იყო.

ობამას გარდა, აშშ-ს ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჰილარი კლინტონმაც მოიგო გრემი მემუარისთვის Living History.