სუპერმარკეტ სპარის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს. შემთხვევა დღეს, 27 იანვარს თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.