ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, მამა ანდრია სარიაზე ამბობს, რომ ცრუობს და "ჭორებს ავრცელებს". მისივე თქმით, სარია, ისევე, როგორც მეუფე პეტრე ცაავა "ჭორიკანაა".

"პატრიარქთან რომ შეხვედრა უნდა, მაგაზე მე ადრე დახმარებული ვარ. მახსოვს ვინც არის და თვითონაც გაიხსენოს. ლაპარაკობს ტყუილს ისევე, როგორც მატყუარა მისი მეუფე პეტრე. როგორც იქცევა, იღებს იმას. ჯერ ეს დასაწყისია. ჭორებს ავრცელებს ჩვეულებრივ. მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სხვა არაფერი", — განაცხადა იაკობმა.

მამა ანდრია სარიას, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ჩამოშორების შემდეგ მას უჭერდა მხარს და საპატრიარქოს აკრიტიკებდა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ეს იმით განმარტა, რომ სარიამ არ გაითვალისწინა საპატრიარქოს გაფრთხილება საჯარო განცხადებების შესახებ.

თავად მამა ანდრია ამ გადაწყვეტილებას არაკანონიკურად მიიჩნევს. მისი თქმით, მღვდელმსახურების შეჩერებაზე 6 სასულიერო პირს უნდა ემსჯელა და ისე გადაეწყვიტა. ის პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა როგორც ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, ამაზე მანამდე უნდა ეზრუნა, "სანამ საჯაროდ გააკეთებდა ამხელა განცხადებებს".

გაიგეთ მეტი მამა ანდრიაზე: