BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთში, ქაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. გამოცემა ადგილობრვი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი ტექნიკური მიზეზით ჩამოვარდა და ხანძარი დაცემის შემდეგ გაუჩნდა.

ამ ეტაპზე დაზარალებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე, უცნობია, რომელი კომპანიის თვითმფრინავმა განიცადა ავიაკატასტროფა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი Ariana Airlines ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით ეს უარყვეს.

ფოტო: BBC