საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ფოთში, პალიასტომის ტბაში, სამი კვირის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს გავრცელდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა.

პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა მდინარე რიონში. ადგილზე შეიქმნა სამუშაო შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო სამუშაოების მართვა. პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს.