ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი და ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული მოთამაშე, 41 წლის კობი ბრაიანტი ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის შვილი ჯანა ბრაიანტი და კიდევ შვიდი ადამიანი, რომელიც ვერტმფრენში იყო.

კალათბურთის სამყაროში ბრაიანტს "შავი მამბა" შეარქვეს. მთელი კარიერა მან ლეიკერსში ითამაშა, დიდი სპორტიდან კი 2016 წელს წავიდა. 20 სეზონის განმავლობაში მან ჩემპიონის ხუთი ტიტული მოიპოვა და აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ოქროს მფლობელი. როდესაც ბრაიანტმა სპორტული კარიერა დაასრულა, ლეიკერსმა მისი სათამაშო ნომრები 8 და 24 მოხმარებიდან ამოიღო.

2018 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციისთვის ბრაიანტმა ოსკარი მოიპოვა. ანიმაცია დაფუძნებულია ლექსზე "ძვირფასო კალათბურთო", რომელიც სპორტსმენმა 2015 წელს დაწერა.

ბრაიანტსა და მის ცოლს ვანესას სულ ოთხი შვილი ჰყავდათ. ორი თვის წინ კი მათ ქორწინების 20 წლისთავი აღნიშნეს.

"შავი მამბას" დაღუპვას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა. კალათბურთის სამყარო საუკეთესო მოთამაშის გარდაცვალებას გლოვობს.

17 წლის კობი ბრაიანტი ლეიკერსის მაისურით პოზირებს, 1996 წელი

ფოტო: AP Photo / Susan Sterner

ახალგაზრდა ბრაიანტი შაკილ ო'ნილთან ერთად, 1996 წელი

ფოტო: Andrew D Bernstein / Getty Images

ბრაიანტი და შაკილ ო'ნილი ლეიკერსის ლეგენდასთან მეჯიკ ჯონსონთან ერთად, 2000 წელი

ფოტო: Nathaniel S Butler / Getty Images


ბრაიანტი მაყურებელს ახტება მას შემდეგ, რაც ბურთი მოედნის გარეთ გადასვლას გადაარჩინა, 2001 წელი

ფოტო: AP Photo / Pat Sullivan

შავი მამბა დალას მავერიქსის წინააღმდეგ, 2006 წელი

ფოტო: Glenn James / Getty Images

აშშ-ს კალათბურთის ნაკრები ოლიმპიურ ოქროს ზეიმობს, 2008 წელი

ფოტო: Helen H Richardson / Getty Images

ლეიკერსის კობი ბრაიანტი და დენვერ ნაგეტსის ჩონსი ბილაპსი, 2009 წელი

ფოტო: AP Photo / Mark

უზარმაზარი ბანერი ლოს-ანჯელესის ცენტრში ბრაიანტის ბოლო თამაშის წინ, 2016 წელი

ფოტო: AP Photo / Richard Vogel

შავი მამბა ბოლო მატჩზე, 2016 წელი

ფოტო: Harry How / Getty Images

ლეგენდას გულშემატკივრები აცილებენ, 2016 წელი

ფოტო: Kevork Djansezian / Getty Images

კალათბურთელი ოსკარით ხელში, 2018 წელი

ფოტო: Getty Images

NBA-ის თამაშის წინ კობი ბრაიანტის ხსოვნისთვის პატივის მიგებისას ჰიუსტონ როკეტსის მოთამაშე ტაისონ ჩენდლერი ტირის, 2020 წელი

ფოტო: AP Photo / David Zalubowski

კობი ბრაიანტი ოჯახთან ერთად

ფოტო: Getty Images