შინაგან საქმეთა სამინისტრომ 65 წლამდე პირი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. ადგილობრივი გამოცემა LivePress ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანასოფლელის, 22 წლის გოგოს გაუპატიურება.

დანაშაული რამედნიმე თვის წინ ჩაიდინეს. ბრალდებულის დაკავების შემდეგ სოფელში დაკავებულისა და სავარაუდო დაზარალებულის ახლობლებს შორის ინციდენტი მოხდა. შსს-ში On.ge-ს უთხრეს, რომ პოლიციამ დაპირისპირების ადგილზე პრევენციული ღონისძიებები გაატარა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულია სამი პირი.

65 წლის კაცი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ვადით ექვსიდან რვა წლამდე.