ღარიბ დასახლებებში დეპრესია კაცებში მეტად ვლინდება, ვიდრე ქალებში — კვლევა
დეპრესია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფსიქიკური აშლილობაა. შესაფერისი მკურნალობის გარეშე მას შეუძლია, ადამიანში გამოიწვიოს შფოთვა, გახადოს ის დამოკიდებული შეჩვევის გამომწვევ ნივთიერებებზე ან მიიყვანოს სუიციდამდე.
დიდი დეპრესიული აშლილობა ამ მდგომარეობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ახასიათებს სიამოვნების განცდის უნარის დაკარგვა ჩვენთვის საყვარელი საქმიანობების შესრულებისას. იგი ასევე იწვევს უსარგებლობის გრძნობას, ფიქრებს თვითმკვლელობაზე და ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ძილიანობა ან უძილობა. ეს სწორედ ის მდგომარეობაა, რომელსაც ამ სტატიაში განხილული კვლევისას აკვირდებოდნენ. შედეგად გამოიკვეთა, რომ ღარიბ რეგიონებში კაცებს უფრო ხშირად უვითარდებათ დიდი დეპრესიული აშლილობა, ვიდრე — ქალებს.
არსებობს ფაქტორები, რომლებიც ღრმა დეპრესიისადმი მიდრეკილების რისკს ზრდის. მაგალითად, ის ადამიანები მეტად არიან დეპრესიის განვითარების საფრთხის ქვეშ, რომლებსაც დაუსვეს კიბოს მსგავსი მძიმე ავადმყოფობის დიაგნოზი; რომლებიც იზრდებოდნენ ისეთ ოჯახში, სადაც მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ, გახდნენ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ან იტანჯებიან ქრონიკული დაავადებისგან.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტორები უფრო ინდივიდუალურია ან ისეთ კერძო გარემოებებს ეხება, რომლებსაც ცალკეული ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე შეუძლია უარყოფითი გავლენის მოხდენა. კვლევების უმეტესობაც სწორედ ამგვარ პირად ფაქტორებზე ფოკუსირდება. თუმცა ჩვენს გონებრივ კეთილდღეობაზე ასევე მოქმედებს ზოგადი ფაქტორებიც; კერძოდ კი იმ სოციუმისთვის ნიშნეული მახასიათებლები, რომელშიც ვცხოვრობთ.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, დაბალშემოსავლიან დასახლებებად მიჩნეულ ადგილებში მცხოვრები ადამიანები ხშირად თავიანთ ჯანმრთელობას აფასებენ როგორც არადამაკმაყოფილებელს. მსგავს საზოგადოებებში სიცოცხლის ზედა ზღვარიც შედარებით დაბალია.
ახალი კვლევის მიზანი იყო, გაერკვია, ახდენს თუ არა ზეგავლენას დაბალშემოსავლიან სოციუმში ცხოვრება ქალებისა და კაცების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. მკვლევრების მიზანი იყო, მსგავსი კორელაცია გამოკითხულთა განათლების ხარისხისა თუ სოციალური კლასის გათვალისწინებით გამოეკვეთათ.
კვლევის შედეგები
მეცნიერებმა გამოიყენეს ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კვლევითი ქსელის, EPIC-Norfolk-ის მონაცემები, რომელიც ეხება ჯანმრთელობას, ქრონიკულ დაავადებებს და ცხოვრების წესს. შედეგად, კვლევა დაეყრდნო 20 ათასზე მეტი ადამიანის მიერ შევსებულ დეტალურ კითხვარებს, რომლებშიც გამოკითხულები საკუთარი ფსიქიკური თუ ზოგადი ჯანმრთელობის სამედიცინო ისტორიის შესახებ კითხვებს სცემდნენ პასუხებს.
გამოკითხულთა საფოსტო ინდექსების მეშვეობით დადგინდა, რომელი რესპოდენტები ცხოვრობდნენ ღარიბ დასახლებებში. დასახლებისთვის დაბალშემოსავლიანის სტატუსის მინიჭებიდან ხუთი წლის თავზე მონაწილეებმა შეავსეს ფსიქო-სოციალური კითხვარი, რათა დადგენილიყო, ჰქონდათ თუ არა მათ დიდი დეპრესიული აშლილობა. სტატისტიკური კვლევის მეთოდების გამოყენებით, მეცნიერებმა სიღარიბესა და სტრესს შორის კავშირი განათლების, ჯანმრთელობის ისტორიისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით შეისწავლეს.
კვლევამ აჩვენა, რომ დაბალშემოსავლიან დასახლებაში ცხოვრება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზეგავლენას მართლაც ახდენს — ყოველ შემთხვევაში, კაცებში მაინც. კერძოდ, გამოვლინდა, რომ ყველაზე მიუსაფარ ადგილებში მცხოვრებ კაცებში დეპრესიის განვითარების საფრთხე სხვა რეგიონებში მცხოვრებ კაცებთან შედარებით 51 პროცენტით მაღალია. ხოლო ქალებში სტატისტიკური ღირებულების მქონე მსგავსი მაჩვენებელი არ გამოვლინდა.
კვლევის მიზანი ამ შედეგის უკან მდგარი მიზეზების გამორკვევა არ ყოფილა, ამიტომ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გასაცემად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. ამის მიუხედავად, სავარაუდო მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ოჯახის შენახვის კუთხით მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ კაცებს აწევთ.
ბოლოდროინდელმა კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა დეპრესიის რისკებს ქალებსა და კაცებში, აჩვენა, რომ სამსახურში დაკისრებული მოვალეობების შესრულებასთან და ოჯახის სათანადოდ რჩენასთან დაკავშირებული მარცხი უფრო დიდ გავლენას სწორედ კაცებზე ახდენს. ეს უკანასკნელები სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებულ სტრესულ ფაქტორებთან მიმართებით ქალებზე მეტად მგრძნობიარენი არიან.
იმავე კვლევის თანახმად, ქალებში დეპრესიის რისკს ყველაზე მეტად ურთიერთობებსა და სოციალურ სიტუაციებთან დაკავშირებული პრობლემები ზრდის. მაგალითად, ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მშობლის სითბოს ნაკლებობის განცდა და ქორწინებით უკმაყოფილება, დიდ გავლენას ახდენს ქალების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ამასთან, მართალია, დაბალშემოსავლიან დასახლებებში ქალები ნაკლებად დეპრესიულები არიან, თუმცა სხვა კვლევის მიხედვით, ისინი კაცებზე მეტად შფოთავენ. მსგავსი განსხვავებების არსებობა ცხადყოფს, რომ საცხოვრებელი გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის გენდერული კუთხით შესწავლა ერთობ მნიშვნელოვანია.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა დიდი ნაწილი რესურსების ნაკლებობას განიცდის. მეორე მხრივ, დეპრესიაც კაცობრიობის გლობალური პრობლემაა. ცოდნა იმისა, თუ როგორ მოქმედებს ცხოვრებისეული სიდუხჭირე კაცებსა და ქალებზე, დაგვეხმარება, ვფოკუსირდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. ეს კი ერთობ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
კომენტარები