ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, ასევე ლეგენდარული მოთამაშის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ეხმაურება. ის სამძიმარს უცხადებს ბრაიანტის ცოლსა და კალათბურთის გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს გარშემო.

"შოკში ვარ კობისა და ჯიანას დაღუპვის ამბის შემდეგ. სიტყვები ვერ აღწერ იმ ტკივილს, რასაც განვიცდი. მე მიყვარდა კობი — ის ჩემთვის პატარა ძმასავით იყო. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და მე ეს ძალიან მომენატრება. ის იყო სასტიკი მეტოქე, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა შემოქმედების უნარი. კობი, ასევე, იყო გასაოცარი მამა, რომელსაც მისი ოჯახი ძალიან უყვარდა — იყო ამაყი იმით, რომ მის ქალიშვილებს უყვარდათ კალათბურთი. ივეტი მიერთდება და გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ვანესას მიმართ, ლეიკერსის ორგანიზაციისა და კალათბურთის გულშემატკივრების მთელი მსოფლიოს გარშემო", — წერს ჯორდანი.

კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. TMZ-ის ინფორმაციით, ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც გარდაიცვალა.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბრაიანტი საკუთარ ვერტმფრენში მინიმუმ სამ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამჟამად 5 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი აღიარებულია კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად. ის 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. მოგებული აქვს, NBA-ს ხუთი ჩემპიონატი და 18 All Star თამაში. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც NBA-ში თამაშში 18 წლის ასაკში დაიწყო და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში პირველი მცველია, რომელმაც მინიმუმ 20 სეზონი ითამაშა.

გაიგეთ მეტი: