ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა კალათბურთის გარდაცვლილ ლეგენდას, კობი ბრაიანტს პატივი მიაგო. ნეიმარმა მას გატანილი გოლი მიუძღვნაა.

პესეჟსთვის გოლის გატანის შემდეგ ნეიმარმა ხელით ციფრები 2 და 4 აჩვენა (ბრაიანტი 24 ნომერი იყო). შემდეგ კი პატივისცემის ნიშნად თავი დახარა ხელები ცისკენ აწია.

კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. TMZ-ის ინფორმაციით, ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც გარდაიცვალა.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბრაიანტი საკუთარ ვერტმფრენში მინიმუმ სამ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამჟამად 5 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი აღიარებულია კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად. ის 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. მოგებული აქვს, NBA-ს ხუთი ჩემპიონატი და 18 All Star თამაში. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც NBA-ში თამაშში 18 წლის ასაკში დაიწყო და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში პირველი მცველია, რომელმაც მინიმუმ 20 სეზონი ითამაშა.