NBA-ს ქართველი ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია კალათბურთის ლეგენდას, კობი ბრაიანტს ემშვიდობება. ფეისბუქზე მან გამოაქვეყნა გარდაცვლილი ბრაიანტის ფოტო წარწერით:

"ძალიან ადრეა. ძალიან სევდიანია. ძალიან ბევრი გატეხილი გულია. ძალიან ბევრი ცრემლია. მადლობა უამრავი მოგონებისთვის".

კობი ბრაიანტი დაიღუპა კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბრაიანტი საკუთარ ვერტმფრენში მინიმუმ სამ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამჟამად 5 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი აღიარებულია კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავად. ის 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. მოგებული აქვს, NBA-ს ხუთი ჩემპიონატი და 18 All Star თამაში. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც NBA-ში თამაშში 18 წლის ასაკში დაიწყო და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში პირველი მცველია, რომელმაც მინიმუმ 20 სეზონი ითამაშა.