კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კალათბურთელი კობი ბრაიანტი დაიღუპა, ინფორმაციას TMZ ავრცელებს. მასთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის შვილიც დაიღუპა.

გამოცემა წერს, რომ კატასტროფისას ბრაიანტი საკუთარ ვერტმფრენში მინიმუმ სამ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამჟამად 5 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. როგორც ცნობილია, ბორტზე მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი არ იმყოფებოდა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი აღიარებულია კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავად. ის 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. მოგებული აქვს, NBA-ს ხუთი ჩემპიონატი და 18 All Star თამაში. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც NBA-ში თამაშში 18 წლის ასაკში დაიწყო და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში პირველი მცველია, რომელმაც მინიმუმ 20 სეზონი ითამაშა.