ბრიტანელ მოგზაურ როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა, თბილისში, რუსთაველზე მდებარე ჰოსტელ C2-თან ველოსიპედი მოპარეს. ამის შესახებ კემპბელმა ფეისბუქის ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში დაწერა.

"აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა და 7500 კილომეტრი გამოვიარე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა. მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ, გამაგებინოთ. გმადლობთ," - წერს როუან კემპბელი.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოგზაურმა მათ უკვე მიმართა და უწყება ინტენსიურად მუშაობს. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს: ჯარიმას ან 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობას, ანდა 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.