ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო 46 ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. მათივე ცნობით, სტიქიის გამო საცხოვრებელი ადგილი 25 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

სტიქიამ ძირითადად მინას ჟერაისის შტატი დააზარალა, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

როიტერსი ბრაზილიურ გამოცემა, გლობოზე, დაყრდნობით წერს, რომ შტატში 24 საათის განმავლობაში ბოლო 110 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა.