საქალაქო სასამართლომ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს.

საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის თქმით, ფოტოსურათები, ამოცნობის ოქმები და ფარული საგამოძიებო მოქმედებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ქმედება ჩაიდინანა. მისი თქმით, ბრალდებული დოდო გუგეშაშვილის გარდა, კიდევ ორმა პირმა ამოიცნო.

პროკურორის ინფორმაციით, ზაზა მურჯიკნელს, ბრალი დაუმძიმდა და ახლა ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ორი პირის მიმართ. ასევე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვის, ან მისი გაადვილების მიზნით.

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი 24 იანვარს დააკევეს. აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი მხედრიონელი, დოდო გუგეშაშვილის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს. ინციდენტი გუგეშაშვილის სახლში, თბილისში 7 თებერვალს მოხდა.