ბათუმში, მირქმის ტაძარის ეზოში მდგომი სასანთლე გაქურდეს. ტაძრის მღვდელმსახურის ინფორმაციით წაღებულია შესაწირი ყუთი, რომელშიც 50 ლარამდე ხურდა იყო და სამი ქილა თაფლი.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს: ჯარიმას ან 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობას, ანდა 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.