ბობ დილანი: თუ მოვახერხე, დავესწრები ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიას
ნობელის პრემიის კომიტეტმა ალბათ შვებით ამოისუნთქა, რადგან ბოლოს და ბოლოს ამერიკელმა მუსიკოსმა ლიტერატურაში მიღებული პრემიის შესახებ შეიტყო.
"ბობ დილანის თქმით, ნობელის ჯილდომ ის სიტყვების გარეშე დატოვა" - ამბობს ნობელის პრემიის კომიტეტი თავის განცხადებაში.
თუმცა, ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არაა, გამოცხადდება თუ არა დეკემბერში გამართულ ნობელის დაჯილდოების ცერემონიაზე ბობ დილანი.
ტელეგრაფისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბობ დილანი თავის განცდებს "ვრცლად" აღწერს:
"ჩემთვის ეს რთულად დაუჯერებელი იყო. საოცარი და წარმოუდგენელი. ვინ არ ოცნებობს ამაზე?"
ჟურნალისტი ედნა განდერსენი წერს, რომ დილანი სავსებით ნასიამოვნები ჩანდა თავისი ჯილდოთი. კითხვაზე, გეგმავს თუ არა დეკემბერში გამართულ ცერემონიაზე გამოცხადებას, დილანი მოკლედ პასუხობს:
"ნამდვილად, თუკი ეს შესაძლებელი იქნება".
ნობელი ლიტერატურაში
13 ოქტომბერს ნობელის პრიზის მფლობელი ლიტერატურაში ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი და მწერალი ბობ დილანი გახდა.
მან ჯილდო "ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატულების შექმნის" დამსახურებისთვის მიიღო.
დილანის დუმილი
17 ოქტომბერს, ნობელის კომიტეტის წარმომადგენელმა სარა დანიუსმა განაცხადა, რომ დილანი არ პასუხობდა ნობელის კომიტეტის წარმომადგენლების სატელეფონო ზარებსა თუ იმეილებს.
რამდენიმე დღიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, კომიტეტმა "დილანის კარზე კაკუნი" შეწყვიტა:
"ჩვენ აღარაფერს ვაკეთებთ. მე დავურეკე და გავუგზავნე იმეილები მის უახლოეს თანამშრომელს და მივიღე მეგობრული პასუხები. ამ დროისთვის ეს სრულიად საკმარისია. არ ვნერვიულობ. მე ვფიქრობ, რომ გამოჩნდება".
დაჯილდოება
ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება, სადაც გამარჯვებულს შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი 750 000 გირვანქა სტერლინგს გადასცემს.
ცერემონიაზე ბობ დილანი და კიდევ 10 ლაურეატი მიიღებენ ნობელის მედალს, ნობელის დიპლომსა და დოკუმენტს ასევეშვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავისგან.
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები