ჩინეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ უხანში იმყოფებიან თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ ელჩმა, არჩილ კალანდიამ TV პირველითან ისაუბრა.

"ქალაქ უხანში, სადაც არის მთავარი წყარო ამ ინფექციის გავრცელების იმყოფება საქართველოს სამი მოქლაქე. ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი და ისინი არიან უსაფრთხოდ. აქვთ საკმარისი რაოდენობის საკვები და თავს ნორმალურად გრძნობენ", — თქვა ირაკლი კალანდიამ.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ინფექციების რაოდენობა ლოკალიზებული იყოს. მოქალაქეები მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გადიან გარეთ, პირბადეებით.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრები საქართველოს აეროპორტებშიც შემოწმდებიან. საჭიროების შემთხვევაში მათ ექიმები შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, ვირუსის დადასტურებული შემთხვევა კი 1 200 ადამიანს დაუდგინდა. კორონავირუსი გავრცელდა ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაშიც.

ახალი ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ქალაქ უხანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. დაავადების გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტებში უხანიდან მიმავალი ტურისტებს სკრინინგს უკეთებენ, ზოგიერთი ქალაქიდან კი ფრენები დროებით გაუქმდა.