თუ სენატიდან მიღებულ წერილს დღის ბოლომდე არ გაასაჯაროვებთ, ამას ჩვენ გავაკეთებთ — ენმ მთავრობას
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას დღის ბოლომდე აძლევს ვადას, რომ ამერიკის სენატიდან დეკემბრის თვეში მიღებული წერილი გაასაჯაროვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ნაციონალური მოძრაობა გააკეთებს. ამ თემაზე ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.
"მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროვოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს ჯერ კიდევ დეკემბერში აშშ-ის სენატიდან და კონკრეტულად იმ კომიტეტიდან, რომელიც მუშაობს სანქციების საკითხზე კონკრეტულად უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში. თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ წერილს არ გაასაჯაროებს დღის ბოლომდე, ჩვენ გავასაჯაროებთ ამ კომუნიკაციასაც იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რელაურად რა საფრთხის წინაშე დგას", — თქვა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, ვაშინგტონიდან "უპერეცედენტო კომუნიკაცია" ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური პარტნიორები ქვეყანაში ცვლილებებს ელოდებიან.
გუშინ, 24 ინვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პეტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.
ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა და არჩევნებს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
კომენტარები