მთავრობას მოვუწოდებთ შეწყვიტოს სახალხო დამცველის დისკრედიტაციის მცდელობა — EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს სახალო დამცველის დისკრედიტაციის მცდელობა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთავრობამ იუსტიციის მინისტრის განცხადებების შემდეგ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა შეისწავლოს.
"სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ სახელწიფოს ბოლოდროინდელი დამოკიდებულება შეიცავს მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ამ ინსტიტუტის საქმიანობის დისკრედიტაციის ნიშნებს. მსგავსი დამოკიდებულებით ნათელია სახელმწიფოს მცდელობა, გადაფაროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ის მწვავე მდგომარეობა, რომელზეც საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში. პრობლემების აღიარების და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით ხდება სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევა და ზოგადად, სამსახურის საქმიანობის შეფერხება", — წერია განცხადებაში.
EMC-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობა, უზრუნველყოს მისი დამოუკიდებლობა და ხელი არ შეუშალოს მუშაობაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ობიექტურად მიიღოს სახალხო დამცველის კრიტიკა. ორგანიზაციის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ:
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კაბინეტმა იმსჯელონ იუსტიციის მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და მთავრობის აქტიური კოორდინაცით დაიგეგმოს სისტემური ღონისძიებები პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის სისტემაში არაფორმალური მმართველობის და პატიმართა უფლებების დარღვევის შემთხვევების აღსაკვეთად;
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დროულად შეისწავლოს ბოლო დღეებში გამოვლენილი ფაქტები და დაადგინოს, რამდენად კანონიერად ახორციელებდა პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტების მონიტორინგს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
- პროკურატურამ წარმართოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება 23 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე და გამოკვეთოს შესაძლო პასუხისმგებელი პირები იმ ქმედებებზე, რომლითაც აშკარად ექმნება საფრთხე სახალხო დამცველის ეფექტურობასა და ინსტიტუტის დამოუკიდებელ საქმიანობას.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები