ავსტრალიამ კორონავირუსისი პირველი შემთხვევა დაადასტურა. Reauters-ის ინფორმაციით, შემთხვევა შაბათს მელბურნში გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში არსებულ ბევრ აფთიაქში დამცავი ნიღბები ამოიწურა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი რეკომენდებული არაა.

გამოცემა წერს, რომ ჩინელი მოქალაქე, რომელსაც ვირუსი აქვს ჩინეთიდან 19 იანვარს ჩამოფრინდა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მეზობელ ახალ სამხრეთ უელსის შტატში, ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორ შემთხვევას "სავარაუდო ინფექციად" მიიჩნევენ.

ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება 36 მილიონ ადამიანს შეუზღუდა. ჩინეთში ვირუსით ინფიცირების ასეულობით შემთხვევა ფიქსირდება. მსოფლიოში ვირუსით დაინფიცირების 800-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ გლობალური განგაშის საფუძველი ჯერ-ჯერობითარ არსებობს.

გაიგეთ მეტი: