ყველა ხელმძღვანელმა ნახა ვიდეო და არავის ჰქონია რეაგირება, მე რა უნდა გამეკეთებინა — პოლიციელის პასუხი ოცნების კრიტიკას
პირი, რომელმაც ლევან იზორიას ძმა დააკავა და "ჩარევის" შემდეგ გაათავისუფლებინეს ქართული ოცნების ლიდერების ბრალდებებსა და კრიტიკას პასუხობს. მისი თქმით, სანამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამ ინფორმაციის გავრცელების გამო ნაციონალურ მოძრაობასთან დააკავშირებდა, მეტი ინფორმაცია უნდა მოეძიებინა.
"სანამ ასეთ სულელურ კომენტარს გააკეთებს, დაინტერესდეს და დაავალოს შესაბამის სამინისტროს, ჩემს სამინისტროს, რომ ცოტა ღრმად მოიკითხონ რა ხდებოდა", — განაცხადა გიორგი დვალიშვილმა ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.
ის სხვების კრიტიკებსაც პასუხობს, ვინც ვიდეოს გვიან გასაჯაროებაზე აკეთებდა აქცენტს და განმარტავს, რომ ვიდეო გადაღებიდან ნახევარ საათში მიაწოდა უშუალო ხელმძღვანელობას და ზემდგომ პირებს, თუმცა მათ არანაირი რეაგირება არც მაშინ და არც შემდგომში არ ჰქონიათ.
"რა რეაგირება უნდა მომეხდინა მე? ვაკავებ კაცს, მოდის ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, მსვამს მანქანიდან, მიყავს ეს პიროვნება და უშვებს. მე აღნიშნული ვიდეო ჩამაქვს უფრო ზევით ხელმძღვანელებთან. რეაქცია აქვთ ნოლი, მე რა უნდა გამეკეთებინა?" — განაცხადა მან.
გარდა ამისა, ის ამბობს, რომ 2015 წელს ამ ვიდეოს მმართველი გუნდის დისკრედიტაციისთვის თხოვდნენ, თუმცა მან ამის შესახებ ხელმძღვანელობას აცნობა და ვიდეო არ გაასაჯაროა. მისივე თქმით, რამდენიმედღიანი დასვენება შესთავაზეს და არც ამ ფაქტზე ჰქონდათ სხვა სახის რეაგირება.
"არც ექნებოდა სხვა რეაგირება. მიპასუხეს, რომ აღნიშნულის აფიშირება მათ ინტერესებში არ შედიოდა", — განაცხადა მან.
დვალიშვილის თქმით, ამის შემდეგაც არაერთი მცდელობა ჰქონდა რომ უწყებაში ეს საკითხი წამოეწია, თუმცა ყოველთვის უშედეგოდ.
"თქვენ ილუზია გაქვთ, რომ გენერალური ინსპექციისთვის უნდა მიმემართა და რეაგირებას მოახდენდა? აგერ ახლა, როდესაც საქმე აღვძარი ბატონ კახა ბუქრაძეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე იმიტომ, რომ სისტემატიურად ახორციელებდა ჩემზე ზეწოლას 2019 წლის განმავლობაში, ახლაც კი მეოთხე თვე დაიწყო და გენერალურ ინსპექციაში ჩემი განცხადება დევს და ხელი არ გაუნძრევიათ...
ვიდეო პროკურატურაში დევს და არავინ რეაგირებას არ აკეთებს. მე უნდა გამეკეთებინა? მე რა თანამდებობა მაქვს ასეთი", — აცხადებს ის.
გუშინ, 24 იანვარს მთავარმა არხმა გაავრცელა 2014 წელს გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ.
ანრი ოხანაშვილმა ლევან იზორიას მიმართ ბრალდება, "ნაციონალების დღის წესრიგით" გაამართლა. როგორც ოხანაშვილი ამბობს, პოლიციელს, რომელმაც ლევან იზორიას ძმის დაკავების ამსახველი კადრები გუშინ გაასაჯაროვა, "მყისიერად" უნდა ემოქმედა.
"პოლიციელი თურმე ახლა, 5 წლის შემდეგ, იცავს პოლიციელის ღირსებას. ცოტა არ იყოს, ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი უნდა იყოს. ვინაიდან 5 წლის შემდეგ ასაჯაროებს ამ ფაქტს. თუ რამე ისე არ ხდება და შენი ინტერესია, რომ დააჩქარო გამოძიების წარმოება, ეს უნდა განახორციელო მყისიერად", — განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თანაგუნდელმა, მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ პოლიციელმა, რომელიც კადრები მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც პრობლემები შეექმნა.
"როდესაც ის, თურმე მოვიკითხეთ ეს ამბავი და, დააწინაურეს თუ ჩინი მოუმატეს, მაშინ არ ფიქრობდა, რომ რამე პრობლემა იყო, მაგრამ როდესაც 5 წლის შემდეგ, წარმოუდგენელია ამ თემასთან დაკავშირებით შექმნოდა პრობლემები, რაღაც პრობლემები შეექმნა შემდეგ უკვე გადაწყვიტა რაღაც კადრების გასაჯაროება, გამოძიებისთვის მიმართვა", — თქვა მამუკა მდინარაძემ.
იზორიას ძმის მონაწილეობით საქმეს პროკურატურა უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იძიებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები