ომბუდსმენი მაინცდამაინც ენმ-ს ლიდერებს შეხვდა, წულუკიანის კრიტიკა ასე არ უნდა რეალიზებულიყო — მდინარაძე
ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის კრიტიკა სახალხო დამცველის მიმართ "არასწორად რეალიზდა". მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენს შენიშვნა მისცეს იმაზე, რომ პატიმრების სანახავად არ დადიოდა, ის საპატიმრო დაწესებულებაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების სანახავად წავიდა.
"პირველ რიგში წავიდა და მაინცდამაინც ნაცმოძრაობის პარტიის ლიდერებს შეხვდა, სტრასბურგში გამგზავრებამდე, ეს კრიტიკა ასე არ უნდა რეალიზებულიყო", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ომბუდსმენის ციხეში ვიზიტზე ინფორმაციის გასაჯაროებას და განაცხადა, რომ პენიტენციურმა სისტემამ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, როცა ის მედიაში გავრცელდა.
23 იანვარს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ნინო ლომჯარია ციხეში ოპოზიციის ლიდერებს ხვდებოდა. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენს ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებსაც მან უთხრა, რომ კონფიდენციალურია იმ პატიმართა ვინაობა, ვინც მოინახულა. მანვე აღნიშნა, რომ თეა წულუკიანმა მისი ციხეში შესვლის გასაჯაროვებით კანონი დაარღვია.
24 იანვარს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მის მიმართ უკანონო თვალთვალში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო ჩართული. მისი თქმით, ოფიციალური განცხადება დაქვემდებარებაში მყოფი უწყებისგან, მინისტრის გარეშე არ გავრცელდებოდა. სახალხო დამცველის თქმითვე, თუ ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა მინისტრის თანხმობის გარეშე გაავრცელა, მაშინ წულუკიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს და თავად მოითხოვოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
მან მოუწოდა პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ომბუდსმენის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელისშეშლისა და ზემოქმედების ფაქტზე.
სპეციალური პენიტენციურ სამსახურში პასუხად განაცხადეს, რომ სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული არცერთი საკანონმდებლო ნორმა არ დარღვევიათ. ომბუდსმენის პასუხად უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც, ასევე, ნათქვამია, რომ ციხეში ომბდსმენის მისვლის საიდუმლოს დაცვის ვალდებულება მათ არ აქვთ.
პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ ომბუდსმენმა ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე პარლამენტს კრიტიკული ანგარიში წარუდგინა. მაშინ სხდომაზე დამსწრე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანგარიშს ნინო ლომჯარიას კრიტიკითვე უპასუხა და თქვა, რომ ომბუდსმენი პატიმრებს პირადად არ ხვდება. წულუკიანის თქმით, ნინო ლომჯარია საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ მატროსოვის ციხის რამდენიმე ცნობილ პატიმარს შეხვდა.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები