ცხოველები აგრძელებენ ჩვენს განცვიფრებას და ამაში უსინათლო სპილოს ისტორიაც დაგარწმუნებთ, რომლის შესახებაც ახლა მოგიყვებით.

ფოტო: Paul Barton

დაიჯერებთ თუ არა, სპილომ, რომელსაც ამ ვიდეოში ნახავთ, კლასიკური მუსიკის გაგონებისთანავე ცეკვა დაიწყო.

ემოციურ ვიდეოში, რომელიც ტაილანდშია გადაღებული, ბრიტანელი პიანისტი პაულ ბარტონიც ჩანს, რომელიც ცხოველისთვის პიანინოზე ლამაზ მელოდიას ასრულებს:

62 წლის მდედრი სპილო სახელად ლამ დუანი კი მელოდიას მოხერხებულად აჰყვა და ჰარმონიული მოძრაობებიც გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ლამ დუანი ერთადერთი სპილო არ არის, რომელიც პაულის "კონცერტებს" ესწრება. მუსიკოსის მოსასმენად ამავე პარკში მცხოვრები სხვა სპილოებიც მოდიან ხოლმე.