ჯეიმს კორდენი დიდი ხნის განმავლობაში ვარსკვლავებს შორის საუკეთესო მძღოლად ითვლებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ინგლისელი კომიკოსი ყოველთვის სულაც არ მართავს მანქანას თავისი გადაცემის, The Late Late Show-ს სეგმენტის, კარპულ კარაოკეს გადაღების დროს.

ამის შესახებ ინტერნეტმა მაშინ გაიგო, როც ტვიტერის მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა — თუ როგორ იღებდა კორდენი ჯასტინ ბიბერთან ერთად კარპულ კარაოკეს სცენას. კორდენის მანქანა სატვირთოზეა გამობმული, რომელიც მას აქეთ-იქეთ დაატარებს.

ინტერნეტის რეაქციებმაც არ დააყოვნა:

"მთელი ჩემი ცხოვრება ტყუილი ყოფილა"

"შემდეგი რა იქნება? გვეტყვის, რომ მის მეგობრებს "მანქანით გაყვანა" სინამდვილეში სულაც არ სჭირდებოდათ?"

უფრო სასაცილო გამოხმაურების სანახავად კი Saint Hoax-ის შემოქმედებით დატკბით:

ტვიტერზე კორდენის დამცველებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ უნახავთ, როგორ მართავდა მანქანას, როცა სტუმრად One Direction და კეტი პერი ჰყავდა. აი დამადასტურებელი ფოტოებიც:

როგორც CBS-ს წარმომადგენელმა ბაზფიდს უთხრა, კორდენი ყოველთვის მართავს მანქანას, გამონაკლისების გარდა.

ან თუ შემთხვევით ვინმე არ იღებს.